ვახორციელებთ სრულფასოვან HR აუთსორსინგს – სტრატეგიიდან ადმინისტრირებამდე, რათა თქვენი კომპანია ფოკუსირდეს ზრდაზე, ხოლო HR პროცესები იყოს გამართული, ეფექტიანი და კანონმდებლობასთან შესაბამისი.
HR აუთსორსინგი – თქვენი სრული HR გუნდი გარე მხარდაჭერით
Hiro გთავაზობთ ადამიანური კაპიტალის მართვის კომპლექსურ აუთსორსინგს, რომელიც მოიცავს სტრატეგიას, რეკრუტინგს, ადმინისტრირებასა და განვითარებას. ჩვენ ვქმნით მორგებულ HR სისტემებს, რომლებიც ზრდის ბიზნესის ეფექტიანობას და ამცირებს რისკებს.
Hiro გამოირჩევა შედეგზე ორიენტირებული და სრულყოფილი რეკრუტინგის სერვისით, რომელიც აერთიანებს კანდიდატების ფართო ბაზებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და კონფიდენციალურ პროცესებს. ჩვენ ვთავაზობთ გარანტირებულ შედეგს, ინდივიდუალურ სტრატეგიას თითოეული პოზიციისთვის და მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან შერჩევას.
შერჩევის პროცესთან დაკავშირებული გარანტიები
Hiro-ს რეკრუტინგის სერვისი უზრუნველყოფს ორმხრივ გარანტიას და კანდიდატის უფასო ჩანაცვლებას, თუ გადაწყვეტილება შეიცვლება როგორც კომპანიის, ისე კანდიდატის მხრიდან.
მრავალრიცხოვანი და მუდმივად განახლებადი ბაზები
განაცლებადი ბაზები სფეროს, რეგიონის, პოზიციის და სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით რომელიც რეკრუტინგის პროცესის სწრაფად და ეფექტურად შესასრულებლად ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები
ადამიანური კაპიტალის მართვისთვის ვიყენებთ ჩვენს მიერ შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, რაც საშუალებას გვაძლევს რუტინული პროცესი ვმართოთ სწრაფად,უსაფრთხოდ და ეფექტურად.
კონფიდენციალურობის მაქსიმალური ხარისხი
რეკრუტინგის პროცესის კონფიდეციალურად წარმართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის კომპანიის ინტერესების შესაბამისად წარმართვას.
ვის ვემსახურებით?
HR აუთსორსინგის სერვისი განკუთვნილია მრავალი ინდუსტრიისა და ბიზნესისთვის
HR აუთსორსინგის სერვისი განკუთვნილია სტარტაპებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მსხვილი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ეძებენ სრულფასოვან HR მხარდაჭერას, პროცესების ოპტიმიზაციას და სტრატეგიულ განვითარებას.
სტარტაპები
ახალგაზრდა კომპანიები, რომლებიც ზრდის ეტაპზე არიან და სურთ თავიდანვე შექმნან გამართული HR სისტემები.
მცირე და საშუალო ბიზნესები
რომლებსაც სჭირდებათ კვალიფიციური, მაღალი ხარისხის პროფესიული მხარდაჭერა და გამოცდილება ორგანიზაციული პროცესების ეფექტურად მართვისთვის.
დიდი კომპანიები
ვამარტივებთ პროცესებს და ვუზრუნველყოფთ ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციას.
საერთაშორისო ორგანიზაციები
ვთავაზობთ HR მომსახურებას, რომელიც მორგებულია ადგილობრივი ბაზრის თავისებურებებზე.
როგორია სამუშაო პროცესი?
ჩვენი მიდგომა
1
საწყისი კონსულტაცია
ვაკანტური პოზიციების ანალიზი, მოთხოვნების ჩამოყალიბება და თითოეული პოზიციის შესაბამისად კანდიდატთა ეფექტური მოძიების არხების განსაზღვრა.
2
ანალიზი და პროცესების მართვა
ინდივიდუალურად განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად კანდიდატთა მოძიება, შეფასება, შერჩევა და დაქირავება.
3
კონტროლი და მონიტორინგი
დაქირავების პროცესის მონიტორინგი და დაქირავების შემდგომ გარკვეული პერიოდულობით უკუკავშირის მიღება, როგორც დამსაქმებლისგან, ისე დასაქმებულისგან.
4
დეტალური ანალიტიკა
შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დეტალური ანალიტიკის წარმოება და დამკვეთი ორგანიზაციისთვის გაზიარება.